პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცების შესახებ ბრძანებულება გამოსცა


  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით, საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა.

“საქართველოს კანონი “სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ” სახელმწიფო დაწესებულებებს ავალდებულებს 2022 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცონ, ან გადაამტკიცონ სიმბოლოები, რომლებიც შექმნილია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმების გარეშე.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა “სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.

საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ შექმნა დროშის სამი პროექტი, რომლიდანაც საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთი დაამტკიცა.

საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცებული ნიმუშის გამოსახულებისა და აღწერილობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შტანდარტი”,-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!