ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ისევ გადაიდო


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ერთი საათით გადაიდო. სხდომას არ ესწრებოდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი წევრი.

საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს საკრებულოს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. 

“სამწუხაროა ის რეალობა, რაც გვაქვს. “ნაციონალური მოძრაობა” მორიგ ჯერზეც არ გამოცხადდა საკრებულოს სხდომაზე…” “მოვუწოდებ მათ კიდევ ერთხელ, იგრძნონ ეს პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ საკრებულოს პროცესებში. თუ არ აპირებენ ამას, მაშინ აუხსნან ქალაქს და საზოგადოებას რატომ არ მონაწილეობენ პროცესებში”…

პასუხად, შესვენების განმავლობაში, პარლამენტარმა “ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ, მედია ჯგუფებისთვის გაავრცელა განცხადება, თუ რატომ არ ესწრებიან “ნაციონალები” საკრებულოს დღევანდელ სხდომას: “სანამ არ იქნება საჯარო მზაობა საკრებულოს თავმჯდომარისგან იმ საკითხებზე, რაც მე გავაჟღერე ბრიფინგზე, მანამდე გვექნება ეს პოზიცია. არ გვაქვს მოლოდინი, რომ წინააღმდეგი იქნებიან, მაგრამ სრულ შეთანხმებას საკითხებზე ველოდებით”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!