ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი განცხადებას ავრცელებს


  • ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ინფორმაციით, 6 და 7ივლისს, ავტობუსები გეგმიური ტექნიკური სამუშაოების გამო, ვერ განახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას სხვადასხვა მარშრუტის მიმართულებით.

“ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია გატყობინებთ რომ, გრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის სამგზავრო ავტობუსების გეგმიური ტექნიკური სამუშაოები და მიმდინარე წლის, 6 და 7 ივლისს (შაბათი-კვირა), ქვევით ჩამოთვლილი მიმართულებით ავტობუსები ვერ განახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას შემდეგი მიმართულებებით:

მარშრუტი: N9 (რუხი-ენგურის ხიდი)
მარშრუტი: N11 (ინგირი)
მარშრუტი: N21 (ურთა-აბასთუმანი, საპერტიო)

მოგახსენებთ, რომ აღნიშნული გეგმიური ტექნიკური სამუშაოები მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო, კომფორტულ და დროულ გადაყვანას დანიშნულების ადგილამდე.
აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნულ მიმართულებებზე მგზავრთა გადაყვანა სრულად აღდგება, 8 ივლისიდან.

ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის და აღნიშული სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტისთვის”- აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

seventeen − 14 =

Akismet ანტისპამი