ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მედპერსონალს და მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში უფასოდ მოემსახურება

  • ძვირფასო თანაქალაქელებო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში აქტიურადაა ჩართული და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს თითოეულ მოქალაქეს, რათა დროულად მოხდეს იმუნიზაცია.

სწორედ ამ მიზნით, დღეიდან, 14 აგვისტოდან, ყოველდღე, დილის 09:00 საათიდან, ზ.გამსახურდიას გამზირი N31-თან მდებარე (საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისის ტერიტორიიდან) გაჩერებიდან უზრუნველყოფს მედპერსონალისა და მოქალაქეების უფასო ტრანსპორტირებას რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

მედპერსონალის საყურადღებოდ, ავტობუსი ყოველ დილით მოგემსახურებათ შემდეგი მარშრუტით: იქკ უნივერსიტეტის შენობიდან 8:30სთ; საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისის წინ გაჩერებიდან 09:00სთ – რუხის მიმართულებით.

უკუმიმართულება რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ზუგდიდის მიმართულებით 19:00სთ.

იმუნიზაციის კაბინეტებში, ასაცრელად მიმავალ მოქალაქეებს შემოგთავაზებთ ქვემოთ ჩამოთვლილ გრაფიკს: საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისის წინ 10:00სთ; 12:00სთ; 14:00სთ; 16:00სთ; 18:00სთ.

უკუმიმართულება 11:00სთ; 13:00სთ; 15:00სთ; 17:00სთ; 19:00სთ.

დაჯავშნე ვიზიტი ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.