ზუგდიდის მერია 300 ბენეფიციარს გადასცემს საახალწლო საჩუქარს


როგორც მერიის საზოგაოებასთან ურთიერთობის სამსახური გვატყობინებს, ქალაქ ზუგდიდის მერიამ, ტრადიციულად, იზრუნა, რომ საახალწლო დღეები გაულამაზოს იმ ადამიანებს, ვისაც განსაკუთრებით ჭირდება თანადგომა.

საახალწლო საჩუქრებს მერიისგან ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები 300 ადგილობრივი და დევნილი პირი მიიღებს.მათ შორის, უმწეოთა სასადილოს 250 ბენეფიციარი, დედ-მამით ობოლი 20 ბავშვი, მეორე მსოფლიოს ომის 15 ვეტერანი (ადგილობრივი და დევნილი) და სოციალური საცხოვრისის 15 ბენეფიციარი. აღნიშნული პროექტის ჯამური თანხა 16 518 ლარია. ბენეფიციარებს საკვები პროდუქტების ნაკრები გადაეცემა და თითოეული სასაჩუქრე კალათას ღირებულება 55 ლარს შეადგენს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!