სასაჩუქრე პაკეტები ბენეფიციარებისთვის 80 ლარის ღირებულებისაა


ტრადიციულად, სოციალურად დაუცველ ჯგუფებს, საჩუქრად სასურსათო პროდუქტები გადაეცემათ. სასაჩუქრე კალათა ბენეფიციარებს წინასაახალწლო დღეებში დაურიგდებათ. სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ დედ-მამით ობოლ ბავშვებს, მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს, ომის მონაწილე ვეტერანებს და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს.  სასაჩუქრე კალათა  განსაზღვრულია დაახლოებით  170 ოჯახისთვის.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური  დაცვის განყოფილების უფროსის გოგი რევიას ინფორმაციით, პაკეტის საერთო ღირებულება 14 ათას ლარს შეადგენს. თითოეული პაკეტის ღირებულება, საშუალოდ,  80 ლარს შეადგენს. „პაკეტებში მოთავსებულია: შესქელებული რძე, შაქარი, კარაქი ნაღებით, შოკოლადი “ბატონი”, კარამელი,  რძიანი შოკოლადი,  ლიმონათი,  თხილისა და კაკაოს პასტა. თაფლი,  კვერცხი, ბრინჯი,  რძის ფხვნილი,  ვაფლის ტორტი,  ჩიჩილაკი, ფქვილი, კანფეტი, ხსნადი სასმელი კაკაოთი, ზეთი და  ბურღულეული. ოდნავ განსხვავებულია ომის მონაწილე ვეტერანთა და 100 წელს გადაცილებულ  ხანდაზმულთა კალათა. მათ საჩუქრად  შავი ღვინო გადაეცემათ. საჩუქრებს გამგებლის წარმომადგენლები  დაარიგებენ 29, ან 30 დეკემბერს. რამდენიმე ოჯახს, ჩვენთან ერთად,  საჩუქრებს გადასცემს გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე. ასევე, გამგებელი ახალი წლის ღამეს მომუშავე  ორგანიზაციებს  სპეციალურ სასაჩუქრე კალათას გადასცემს”. – აღნიშნა რევიამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!