ზუგდიდის მერია შემოქმედებითი სივრცეების და კლასტერების ხელშეწყობის მიზნით კონკურსს აცხადებს


  • თუ ხარ შემოქმედებითი  და გსურს განავითარო იდეა, ეს პროექტი შენთვისაა!

ზუგდიდის  მერია   ევროკავშირის პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით  აცხადებს კონკურსს შემოქმედებითი სივრცეების და კლასტერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

კონკურსის პირობები ითვალისწინებს ორ მიმართულებას:

ზუგდიდის შემოქმედებითი კლასტერებისა და სივრცეების განვითარება, ასევე ამ მიზნისთვის შემოქმედებითი კლასტერების ალიანსის „შემოქმედებითი ზუგდიდი“ დაარსება/ხელშეწყობა. კულტურის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისთვის მიმართული შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელთა შორის, ასევე სექტორთაშორისი თანამშრომლობის ხელშემწყობი პროგრამების/პროექტების განხორციელება.

ზუგდიდის  მერიის მიერ კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 20 100 ლარს.

განაცხადები მიიღება 2023 წლის 5 ივნისიდან 2023 წლის 16 ივნისის ჩათვლით მერიაში, მისამართზე: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N90 მატერიალური სახით ან მერიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – zugdidismeria@gmail.com ელექტრონული დოკუმენტის სახით.

კონკურსის დებულება: https://shorturl.at/lDGQ2

კონკურსის პირობები და დაფინანსების წესი: https://shorturl.at/acmAU

დანართი N1 – განცხადების ფორმა: https://shorturl.at/izGMR

დანართი N2 – საპროექტო განაცხადი: https://shorturl.at/ftEP4

დანართი N3 – დაზუსტებული ინფორმაცია: https://shorturl.at/KOV89

დანართი N4 – შესრულების ანგარიში: https://shorturl.at/cGJN6


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 × three =

Akismet ანტისპამი