ზუგდიდის მერია ევროკავშირის პროექტის #EU4Culture ფარგლებში კონკურსს აცხადებს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ევროკავშირის პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ზუგდიდში შემოქმედებითი სივრცეების და კლასტერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსს აცხადებს. 

კონკურსი ითვალისწინებს ორ მიმართულებას:

ზუგდიდის შემოქმედებითი კლასტერებისა და სივრცეების განვითარება, ასევე ამ მიზნისთვის შემოქმედებითი კლასტერების ალიანსის „შემოქმედებითი ზუგდიდი“ დაარსება/ხელშეწყობა. 

მიმართულების ბიუჯეტი: 8 400 ლარი

შემოქმედებითი, მულტიფუნქციური სახელოვნებო სივრცის „ზუგდიდის არტ კომბინატის“ დაარსება/ ხელშეწყობა.

 მიმართულების ბიუჯეტი: 12 700 ლარი

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 10 ნოემბრიდან 2023 წლის 10 დეკემბრამდე მერიაში, მისამართზე: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N90 მატერიალური სახით ან მერიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – zugdidismeria@gmail.com ელექტრონული დოკუმენტის სახით. 

დამატებითი ინფორმაცია და ფორმულარები, იხილეთ შემდეგ ბმულებზე

კონკურსის დებულება: https://rb.gy/62nl3o

კონკურსის პირობები და დაფინანსების წესი: https://rb.gy/jiislc

დანართი N1 – განცხადების ფორმა: https://rb.gy/9ghr2y

დანართი N2 – საპროექტო განაცხადი: https://rb.gy/7rnnug

დანართი N3 – დაზუსტებული ინფორმაცია: https://rb.gy/i59csf

დანართი N4 – შესრულების ანგარიში: https://rb.gy/1iv3l7


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!