ზუგდიდის მაჟორიტარის მორიგი ანგარიში

დღეს, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, საზოგადოებას წარუდგინა ანგარიში 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. მერაბ ქვარაიამ დეტალურდ  ისაუბრა საკუთარი საქმიანობის შესახებ პარლამენტში. ისაუბრა იმ რეფორმებზე და ინიციატივებზე, რომელშიც აქტიურად მონაწილეობს. ასევე, მან აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია ბიუროს მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებზე.

დეპუტატმა, ყურადღება გაამახვილა მსგავსი ტიპის შეხვედრების აუცილებლობაზე, რადგან მისი თქმით, „ეს არის დამატებითი შესაძლებლობა არ გავექცეთ რეალობიდან ერთმანეთს და გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები, ხედვა, გამოწვევები, რომელიც არსებობს.“

შეხვედრაზე, მერაბ ქვარაიამ განაცხადა, რომ მიუსაფარ ცხოველთა სამეგრელოს რეგიონული თავშესაფარი 2019 წელს ზუგდიდში აშენდება. დეპუტატის განმარტებით, დაწესებულება გათვლილი იქნება 300 ერთეულ ცხოველზე. გარდა ამისა, როგორც მერაბ ქვარაია განმარტავს, თავშესაფარი იმუშავებს ქვეწარმავლებისა და მღრღნელების საწინააღმდეგო ღონისძიებებზეც. “მე ვფიქრობ, რომ კარგად ორგანიზებული სერვისი გვექნება ჩვენს რეგიონში, რომელზეც ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავეთ“.

მისი თქმით, თავშესაფარი, სავარაუდოდ, ცაიში-ჭითაწყარის მიმდებარედ აშენდება და უკვე დაწყებულია მუშაობა მის პროექტზეც.

მერაბ ქვარაიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა, მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე და განხორციელებულ საქმიანობებზე: „თითოეული ინიციატივა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ მიდის საბოლოო ჯამში რიგით მოქალაქეებემდე. დაახლოებით 40-ზე მეტი კანონპროექტის თანაავტორი და ინიციატორი გახლავართ, მათ შორის, განსაკუთრებით გამოვყოფდი სოციალური მეწარმეობის კანონს, რომელიც არის ჩვენს კანონმდებლობაში სიახლე და განხილვის რეჟიმშია, საკომიტეტო მოსმენებშია. ასევე გამოვყოფდი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც უშუალოდ ჩემი თანამონაწილეობით და ინიციატივით განხორციელდა პარკირების და სატრანსპორტო სფეროში განხორციელებული ცვლილებების სახით. ასევე გამოვყოფდი იმ ღონისძიებებს, რომელიც თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომის სახით ჩავატრეთ. იმ ჩართულობას, რომელიც იყო ძალიან აქტიური ადგილობრივი ხელისუფლებისა და ცენტრალური ხელისუფლების ისტიტუციური დიალოგის ფორმატის სახით განხორციელებული. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი 2018 წლის საქმიანობა იყო ძალიან აქტიური და ნაყოფიერი, როგორც საპარლამენტო საქმიანობის სახით, ასევე თვითმმართველობაში და ადგილობრივ დონეზე გაწეული ღონისძიებების სახით“.
შეხვედრაზე, მაჟორიტარ დეპუტატს მოქალქეებმა შეკითხვები დაუსვეს ქალაქში არსებულ სხვადასხვა სახის პრობლემებზე. მერაბ ქვარაიამ მოქალაქეების შეკითხვებს დეტალურლად უპასუხა.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.