ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ხველებით და ცხელებით ოთხი პაციენტი შეიყვანეს

  • ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით,  საავადმყოფოში შემოვიდა ოთხი პაციენტი შემდეგი სიმპტომებით: ცხელება და ხველა.

“ოთხ პაციენტს შორის არის ერთი მცირეწლოვანი. აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის თურქეთის ისტორია. ჯერჯერობით, ოთხივე პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური და სავარაუდოდ, ანალიზები უახლოეს საათებში გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. დიახ, თურქეთის ისტორიაა, თუმცა კავშირი არ აქვთ ნომერ პირველ პაციენტთან” ,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციით, პაციენტები დაკვირვების ქვეშ არიან. შესაძლოა, მცირწლოვანი გადაიყვანონ თბილისში, რადგან მას შესაბამისი პედიატრიული დახმარებაც დასჭირდება.

მოგეწონათ პოსტი? გააზიარეთ.
  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.