ჯანდაცვის მინისტრი ზუგდიდში პირბადეების დარიგების ფაქტს გამოეხმაურა


  • ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გამოეხმაურა ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პირბადეების დარიგების საკითხს. მინისტრის განცახდებით, პირბადეების დარიგების აქციის დროს, დარღვეული იყო ის რეკომენდაციები, რომელიც ვირუსის პრევენციისთვის არის გაცემული.

“COVID 19-ის ინფექცია დღესდღეობით არის ძალიან გლობალური გამოწვევა და ჩვენ უფლება არ გვაქვს ამით ვისარგებლოთ და ამასთან დაკავშირებით გვქონდეს გარკვეული პოლიტიკური მესიჯები. ძალიან კარგია ქველმოქმედება, თუმცა აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ აქციის ჩატარების შემთხვევაში მკაფიოდ იყო დარღვეული. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ პრობლემებს და საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებს, რომლებზეც სახელმწიფო ასე ზრუნავს. მინდა დავამშვიდო ზუგდიდის მოსახლეობა, ვინაიდან მეც ვნახე ეს ვიდეოჩართვა – სახელმწიფო მათზეც ზრუნავს. ეს ზრუნვა პირბადეების გარდა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი მხრიდან რამდენიმე დღეა მიმდინარეობს რუხის საავადმყოფოს მობილიზაცია, რომელსაც რამდენიმე დღეში მე პირადად, ადგილზე ვნახავ. იქ მობილიზებული იქნება, საკარანტინო სივრცე, ასევე სტაციონარში გარკვეული საწოლების მობილიზაცია მოხდება. სამეგრელო, ზუგდიდი, ისევე, როგორც აფხაზეთი, არის ის მხარე, რომელზეც სამინისტრო, სახელმწიფო თანაბრად ზრუნავს, როგორც მის სხვა მოქალაქეებზე”, – განაცხადა ტიკარაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!