ზუგდიდის თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს-ბეჟან წურწუმია


  • ზუგდიდის შალვა დადიანის თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს. ინფორმაციას ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ავრცელებს.

ამ პოზიციაზე ზურაბ ეგუტია, ბეჟან წურწუმიამ შეცვალა.

ბეჟან წურწუმია პროფესიით ეკონომისტია. საბანკო სისტემაში 14 წლიანი გამოცდილებით, მათ შორის 6 წელი ფილიალის მმართველად და 4 წელი რეგიონის საოპერაციო დირექტორად მუშაობდა.

ინფორმაციისთვის: თეატრის ყოფილმა დირექტორმა ზურაბ ეგუტიამ წასვლის შესახებ განცხადება პირველ აპრილს დაწერა. ის თეატრს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 × 3 =

Akismet ანტისპამი