- დღეს, 19:00 საათზე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 155 წლის იუბილეს პრემიერით “ღამე მშვიდობისა, დედა” აღნიშნავს.
“სპექტაკლი ეძღვნება, იმ ურთიერთობებისგან მიღებულ ემოციებს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან თანაცხოვრებისას „გამოგვრჩა“. იმას, რაც აღარასოდეს განმეორდება და სამუდამო სინანულის სამყაროში გამოიკეტება”.-აღნიშნულია ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.