თეატრი ექსპერტთა ჯგუფს ელოდება


ზუგდიდის თეატრის პრობლემები ათეულ წლებს ითვლის. იგრძნობა, რომ მიმდინარე წელს, საბოლოოდ გადაწყდება, მოხდება და შესაძლებელი იქნება თუ არა თეატრის შენობის რეაბილიტაცია თუ… “თუ”-ს შემდგომი ვარაუდებისაგან ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია თავს იკავებს და იმედოვნებს, რომ შენობა, რომელმაც წლებს გაუძლო და არაერთი წარმატებული პრემიერისა და წარმატებული მსახიობების სასცენო როლის მემატიანეა, კვლავაც არაერთხელ გაახარებს ზუგდიდელებს. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე წუხს  შალვა დადიანის სახელობის თეატრში არსებულ მდგომარეობაზე. „სამწუხაროდ, წლების განმავლობში ვერ მოხერხდა შენობის სათანადო დონეზე აღდგენა-რეაბილიტაცია, მაგრამ ამჯერად, ადგილობრივი ხელისუფლება, სამხარეო ადმინისტრაცია და უშუალოდ გუბერნატორი, აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში“. ქვარაია ამბობს, რომ უპირველესად, საჭიროა შენობის ექსპერტთა ჯგუფის  ჩამოსვლა და შენობის ექსპერტიზული გამოკვლევის შედეგის დადება, თუ რამდენად შეესაბამება თეატრის არსებული შენობა რებილიტაციას.  მხოლოდ ამის შემდეგ, ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები. საკრებულოს  თავმჯდომარის ინფორმაციით, მათ, 20 იანვარს გააგზავნეს წერილი  კულტურისა და ეკონომიკის სამინისტროებში აღნიშბულ საკითხთან დაკავშირებით ტექნიკური პროცედურების დასაწყებად და უახლოეს დღეებში ელოდებიან პასუხს. კითხვაზე, თუ კი შენობა არ იქნება ვარგისი რეაბილიტაციისათვის, რა ბედი ელის თეატრს, საკრებულოს თავმჯდომარე თავს იკავებს წინასწარი ვარაუდებისაგან და იმედს იტოვებს, რომ თეატრის რეაბილიტაცია შესაძლებელი იქნება. რეაბილიტაციამდე კი, ზუგდიდელ თეტრალებს შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სცენა, რომელიც, რამდენიმე კვირაში სასახლის შენობასთან ერთად გადაეცემა ექსპლოატაციისათვის.[embedyt] http://www.youtube.com/embed?listType=playlist&list=UUla4wAFdWGSALhdLOHbAXsQ[/embedyt]

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!