- 5 მარტს, 19:00 სთ-ზე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პოფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი გამართავს საქველმოქმედო სპექტაკლს “ანა ფრანკის დღიური“ ზუგდიდთან დამეგობრებული უკრაინული ქალაქის პოკროვსკის მხარდასაჭერად.
“ზუგდიდის თეატრში ტრადიციად იქცა საქველმოქმედო სპექტაკლის ჩვენება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების და სოლიდარობის აქციების მხარდასაჭერად. ამჯერად თეატრი უერთდება სამოქალაქო სოლიდარობის ფონდს. 5 მარტს 19:00 სთ-ზე გაიმართება საქველმოქმედო სპექტაკლი “ანა ფრანკის დღიური“ ზუგდიდთან დამეგობრებული უკრაინული ქალაქის- პოკროვსკის მხარდასაჭერად. ბილეთის ფასი შვიდი ლარი”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.