- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდის აგრარულ ბაზარზე, კორონავირუსთან დაკავშირებით ზომები გამკაცრდა.
ზუგდიდის მუნიცპალიტეტის აგრარულ ბაზარში, რეკომენდაცია უკვე გაიცა. მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, დახურულ პავილიონებში მოქალაქეები არ დაიშებიან პირბადის გარეშე, როგორც გასასვლელში ასევე შემოსასვლელში დამონტაჟებულია დეზობარიერები.
აღნიშნული რეკომენდაციების დაცვას, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები უწევენ მონიტორინგს.
შეგახსენებთ გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბი სხდომის შემდეგ ბაზრობებზე თერმოსკრინინგის და შერჩევითი ტესტირების ჩატარების შესახებ განაცხადა.