ზუგდიდელ სალომე თოდუას ბაზელის უნივერსიტეტმა მედიცინის დოქტორის ხარისხი მიანიჭა


  • წარმოშობით ზუგდიდელ სალომე თოდუას (თოდუა-ლენნიგკ) შვეიცარიის ბაზელის უნივერსიტეტმა მედიცინის დოქტორის ხარისხი მიანიჭა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ძმა, არჩილ თოდუა ავრცელებს.

სალომე თოდუა-ლენნიგკი შვეიცარიაში 2020 წლიდან მოღვაწეობს. მისი სადოქტორო ნაშრომის თემაა:”სახის ემოციების ამოცნობის უნარები შიზოფრენიის მქონე პირებში და მშობლებთან მიჯაჭვულობის გავლენა”.

სალომე თოდუა ბაზელის საუნივერსიტეტო ფსიქიატრიულ კლინიკებში და სასამართლო ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის კლინიკებში ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 × two =

Akismet ანტისპამი