- 25 ოქტომბერს ქალაქ ფოთში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი ჩატარდა 6 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზა ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის საჭადრაკო სასპორტო სკოლა „ნონას“ მოსწავლემ. 6 წლამდე ჭაბუკთა შორის, 7 შესაძლებლობიდან 5 ქულით, თომა ჯაკონიამ მესამე ადგილი დაიკავა (მწვრთნელი – დავით თულაძე).
