ზუგდიდელი ჟურნალისტები კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ


  • დღეს, ზუგდიდში, ჟურნალისტებმა აქცია გამართეს. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს აქციებზე დაშავებულ კოლეგებს და ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა დაგმეს.

ზუგდიდელ ჟურნალისტებს ხელში ეკავათ დაშავებული ჟურნალისტების ფოტოები. დაშავებული ჟურნალისტებიდან ერთ-ერთი, “ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა არის წარმოშობით ზუგდიდელი.

ინფორმაციისთვის: ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ, 28 ნოემბრიდან აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 × two =

Akismet ანტისპამი