“ზუგდიდელთა ჯანმრთელობის დაცვის კავშირი” გთავაზობთ


“ზუგდიდელთა ჯანმრთელობის დაცვის კავშირი” გთავაზობთ მნიშვნელოვან ფასდაკლებებს საირმე, ბორჯომი, სურამი, ცემი, აბასთუმანი, წაღვერი, ქობულეთი, ბათუმი, ურეკი და საქართველოს მთისა და ზღვის თითქმის ყველა კურორტზე. “ჩვენ გავწიეთ მთელი რიგი სამუშაოებისა, იმისთვის, რომ დაისვენოთ ძალისხმევის გარეშე, უზრუნველად და კომფორტულად. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი პროგრამა ემსახურება საშუალო და მცირე ანაზღაურების მქონე კლიენტებს,

 რომ მათ, არცთუ დიდი შემოსავლების მიუხედავად, მათთვის მისაღები ფასებით შეძლონ ოჯახთან ერთად ნორმალურ პირობებში დასვენება. რაც შეეხება მაღალი ანაზღურების მქონე პირებს, ჩვენ მათაც ვთავაზობთ საგზურებს სამ, ოთხ და ხუთვარსკლავიან სასტუმროებში, ადგილზე არსებულ სტანდარტულ ფასებთან შესაბამისი ფასდაკლებების გათვალისწინებით. ვიღებთ შეკვეთებს და დაბალ ფასში ვემსახურებით არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ უცხოეთში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებსაც. ჩვენთან ადგილების დაჯავშნა შესაძლებელია საზღვარგარეთის კურორტებზეც.”-ამბობს “ზუგდიდელთა ჯანმრთელობის დაცვის კავშირის” თავმჯდომარე ასმათ ხუბულავა. 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!