“ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის თანამშრომლების საინფორმაციო შეხვედრა ანაკლიასა და განმუხურში


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” -ს ზედამხედველობისა და კონტროლიორთა ჯგუფის წევრები ანაკლიასა და განმუხურში იმყოფებოდნენ.

დაათვალიერეს შავი ზღვის სანაპირო ზოლი. შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს. მათთან საუბარში აღნიშნეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს სუფთა გარემოში ცხოვრების პირობებს და რა ზიანის მიყენება შეუძლია დაბინძურებულ გარემოს (ჰაერი ,ნიადაგი, წყალი) ცოცხალი ორგანიზმებისთვის.

“ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის ინფორმაციით, “ზუგდიდასუფთავების” ცენტრის თანამშრომლებმა ადგილობრივებს გააცნეს მათი უფლება-მოვალეობები: იმ შემთხვევაში თუ ფიზიკური და იურიდიული პირები, საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენებით, დაანაგვიანებენ გარემოს, ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს ზედამხედველობის ჯგუფის წევრების მიერ დაჯარიმდებიან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.