“ზუგდიდდასუფთავებამ” ჰაერის დაბინძურებისთვის 7 სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა ქალაქის ტერიტორიაზე ჰაერის დაბინძურებისთვის 7 სამართალდამრღვევი პირი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, გარემოს (ჰაერის) დანაგვიანებისათვის თითოეული მათგანი 35-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად 500 ლარით დაჯარიმდა, რაც ითვალისწინებს მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით დაწვას, რომელიც იწვევს ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებას.

ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს ზედამხედველობის ჯგუფი ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან, ჰაერის დაბინძურებისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება ადმინისრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!