- 1 მაისს, 15:00 საათზე, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, გაიმართება გამოფენა „სულ სხვა გამოფენა“, სადაც წარმოდგენილი იქნება “არტ სტუდია ნიკალა” -ს მოსწავლეთა ნამუშევრები.
ღონისძიება ორგანიზებულია დადიანების მუზეუმისა და „არტ სტუდია ნიკალა“-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდა შემოქმედების მხარდაჭერასა და ხელოვნების პოპულარიზაციას.




