- ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში გაიმართა გამოფენა – „სულ სხვა გამოფენა“, სადაც წარმოდგენილი იყო „არტ სტუდია ნიკალა“-ს მოსწავლეთა მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები.
ღონისძიება ჩატარდა დადიანების მუზეუმისა და „არტ სტუდია ნიკალა“-ს თანამშრომლობის ფარგლებში, მუზეუმის დაარსების დღის აღსანიშნავად.
დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ახალგაზრდა მხატვრების ხედვას, ფერებითა და ემოციებით გადმოცემულ სამყაროს, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა თითოეულ სტუმარზე.
