ზეთისცხება და სოციალური დისტანცია დადიანების კარის ეკლესიაში


  • “ზუგდიდელები”, დადიანების კარის ეკლესიაში მაშინ მივიდა, როცა იქ, დილის 12 საათზე დაწყებული შვიდგზის ზეთისცხების ლოცვები მიმდინარეობდა. მრევლი ეკლესიის ტერიტორიაზე, დისტანციის დაცვით, სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე დგომით, რადიოფიცირებულად ისმენდა ლიტურღიას.

შვიდგზის სახარების წაკითხვის შემდეგ, ზეთისცხების წინ, ეკლესიის წინამძღვარმა, მღვდელმა მალხაზ ჭანტურიამ მოუწოდა მრევლს სიმშვიდისკენ და რეკომენდებული წესების დაცვისკენ. გააფრთხილა მლოცველები, რომ ტაძარში მათი შემოსვლა და ზეთისცხება მოხდებოდა სათითაოდ.

მრევლი: “შვიდი სახარების მოსმენის შემდეგ, სათითაოდ, დისტანციისა და წესების დაცვით შევედით ეკლესიაში და ვიცხეთ ზეთი. ყველაფერი რეკომენდაციების მიხედვით და იმაზე მშვიდად და სწრაფად მოხდა, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა”.

  • ზუგდიდის დადიანების კარის, ანუ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში, მორიგი შვიდგზის ზეთისცხება ჩატარდება ორშაბათს, 12 საათზე.
  • 7 გზის ზეთისცხება, ყოველდღიურად, 17 საათზე იწყება  ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში.

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.