პარასკევის უდისტანციო ბაზარი ზუგდიდში


  • ზუგდიდის აგრალური ბაზრის ტერიტორიაზე დღეს, პარასკევს, ჩვეული არა, მაგრამ კარანტინისთვის უჩვეულოდ, ხალხის სიმრავლე იყო. მოქალაქეების ნაწილს, ვინც პირბადეებით და ხელთათმანებით იყვნენ, ეტყობოდათ, ცდილობდნენ, უსაფრთხოების ნორმების დაცვას, თუმცა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.  ბევრისთვის, უსაფრთხოების რეკომენდაციები ვირუსის თავიდან ასაცილებლად, საანეგდოტო თემა გამხდარა და არც საკუთარ თავს უფრთხილდება და არც სხვას.

ბაზრის უკანა ტერიტორიაზე, საბითუმო ვაჭრობის ნაწილში კი,  დახლები იმდენად ახლოს არის ერთმანეთთან, წარმოუდგენლია დისტანციის დაცვის სურვილი და მოთხოვნა.

მოქალაქეები ერთმანეთთან და მოვაჭრეებთან ძალიან ახლოს მიდიან. მიუხედავად ხმოვანი გაფრთხილებისა, რომელიც ბაზარში ისმის, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მთავრი მოთხოვნის-სოციალური დისტანციის დაცვის შესახებ, დისტანცია არ არის დაცული. გარდა ამისა, ცალსახად შეინიშნება ბაზარში 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების სიმრავლე.

საგანგებო  რეჟიმში, განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული მდგომარეობაზე, რომელიც ზუგდიდიდისა და სენაკის ბაზარშია. უახლოეს დროში,  გადაწყდება, დაიხურება თუ არა ეს ბაზრები იმ სიტუაციაში, რომელიც აქვს ქვეყანას პანდემიის გამო, როცა ერთმნიშვნელოვნად არის საჭირო უსაფრთხოების დაცვა.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!