- მედიის ინფორმაციით, დღეს დილით რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიესთან სამოქალაქო კოლონის დაბომბვის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, 28 კი – დაშავდა.
ყველა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეა.
ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სტარუხმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ადამიანები რიგში იდგნენ, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესულიყვნენ, რათა ახლობლები წამოეყვანათ და დახმარება მიეტანათ“.
ზაპოროჟიეს ოლქში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა პატივისცემის ნიშნად, 1-ელი ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.