ზაზა მანია-პედაგოგს უნდა უყვარდეს თავისი საქმე


  • ზუგდიდელი ზაზა მანია პროფესიით პედაგოგია. დაამთავრა მეორე საჯარო სკოლა, ასევე დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მაგისტრატურა და მას შემდეგ მუშაობს სკოლაში. გარკვეული დროის განმავლობაში, მუშაობდა რუსთავისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების სკოლებში. ზაზა, “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ წელს, დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, განათლების სამინისტროს პროექტში – “ახალი სკოლის მოდელი” არის ისტორიის ექსპერტი, ასევე მუშაობს ინგირის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლად.

-ჩემი 2 ბებია და 1 ბაბუა პედაგოგები იყვნენ და როგორც ჩანს, მათგან გენეტიკურად გადმომეცა ეს პროფესია. მეც კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით, რადგანაც ძალიან მიყვარს ბავშვებთან მუშაობა. ვთვლიდი, რომ კარგი უნარები მქონდა იმისათვის, რომ პედაგოგი გამოვსულვიყავი.

-ზაზა, რას ნიშნავს მცნება “კარგი პედაგოგი”?

-ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობის ქონა ნიშნავს კარგ პედაგოგობას. ეს კარგი ურთიერთობა მან უნდა გამოიყენოს მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩასართავად. ყველა გაკვეთილი უნდა იყოს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული, პედაგოგს უნდა უყვარდეს თავისი საგანი და ასეთივე სიყვარულით უნდა ასწავლიდეს მათ.

-რამდენად მკაცრი ხართ მოსწავლეებთან?

-არ ვარ მკაცრი, სხვა მიდგომა მაქვს მოსწავლეებთან, თბილი და სამართლიან სასწავლო გარემოს შექმნას ვგულისხმობ. არ ვასხვავებ მათ ერთმანეთისგან, ამას მოსწავლეებიც გრძნობენ და აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში.

-თუმცა, თითოეულ მოსწავლეს, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება…

-ყველა ბავშვთან ურთიერთობა და მუშაობა საინტერესოა და განსხვავებული მოსწავლეებისგან ბევრ რამეს ვსწავლობ, ინდივიდუალურად ვუდგები და შედეგი გვაქვს. მთავარია, მათთან მეგობრული დამოკიდებულების შექმნა და შენარჩუნება.

-ზოგადად, როგორი თაობა მოდის?

-როგორც წესი, ახალგაზრდობას უფროსი თაობა უნდობლად უყურებს. ჩემი აზრით კი, კარგი თაობა მოდის, აქვთ თავიანთი ინტერესები, არიან სწავლაზე ორიენტირებულები, წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს. იმედია, ჩემს თაობაზე მეტს მიაღწევენ ცხოვრებაში, მით უმეტეს, რომ ჩვენზე უკეთესი პირობები აქვთ. ჩემს თაობას გაცილებით მძიმე პერიოდში მოუწია ცხოვრება, მშობლებსაც უჭირდათ, სკოლაში რესურსები არ იყო ახლა კი, ქვეყანა წინ წავიდა, კომპიუტერული ტექნიკაც განვითარდა, მოსწავლეებისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა, მათ “გუგლით” შეუძლიათ ერთ წამში მოიპოვონ სასურველი ინფორმაცია, საზღვარგარეთ წასვლა სასწავლებლად გაცილებით ადვილი გახდა.

-განათლების რეფორმებზეც გკითხავთ, განხორციელებული საქმიანობებიდან რომელი მიგაჩნიათ პერსპექტიულად?

-მთავარია, მოსწავლეზე ორიენტირება, სწავლა-სწავლების პროცესის მათზე მორგება, ამ კუთხით “ახალი სკოლის მოდელის” დანერგვა სკოლებში ყველაზე პერსპექტიულია და მორგებული. ის ითვალისწინებს ყველა მოსწავლის ჩართვას სასწავლო პროცესში და ამიტომაც, ყველაზე შედეგიანი უნდა გამოდგეს.

-მოგვიყევით ინტელექტუალურ კლუბში თქვენს ადგილზე…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!