ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯორჯ ბუში უკრაინაში მიიწვია


  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტთან, ჯორჯ ბუშთან ვიდეო-კონფერენცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს, ვნახე, შეერთებულ შტატებში ადამიანები სოციალურ ქსელებში როგორ გვეპყრობიან, ქუჩებში გამოდიან, უკრაინას დროშებით მხარს უჭერენ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ჯორჯ ბუშმა ვოლოდიმირ ზელენსკის და მთელ უკრაინელ ხალხს აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

,,თქვენი სიმამაცე შემდგომი წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გააგრძელებთ იმას, რასაც აკეთებთ, ყოველთვის გექნებათ ჩვენი მხარდაჭერა, თუ განაგრძობთ ბრძოლას ისე, როგორც ახლა. თქვენს ქვეყანაში შემოიჭრა ძალები, რომელთაც უდანაშაულო ადამიანების მოკვლა სურთ და ის ფაქტი, რომ თქვენ მტკიცედ დგახართ, ამერიკელებს შთააგონებს”, – განაცხადა ბუშმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს 43-ე პრეზიდენტი უკრაინაში მიიწვია.

კონფერენციას გამოეხმაურა “ტვიტერზე” ჯორჯ ბუში.

,,ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ დილით, პრეზიდენტ ზელენსკისთან, ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილთან რამდენიმე წუთით საუბარი. პრეზიდენტს ლიდერობისთვის, მისი მაგალითისთვისა და თავისუფლებისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადავუხადე და უკრაინელი ხალხის გამბედაობას მივესალმე”, – წერს ბუში.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.