აპრილში სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 31 ფაქტი გამოვლინდა


  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 188 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 31 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 211 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 60 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 12 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

19 − seven =

Akismet ანტისპამი