ვლაქერნობა ზუგდიდში


  • დღეს, ქრისტიანული სამყარო, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დღეს აღნიშნავს. ეს დღე, რელიგიურთან ერთად, სახალხო დღესასწაულია ზუგდიდში, სადაც უდიდესი სიწმინდე მარიამ ღვთისმშობლის კვართია დაბრძანებული და იმავდროულად არის ვლაქერნის ხატის სახელობის ეკლესია.

დილის ცხრა საათზე, დადიანების მუზეუმიდან სასულიერო პირებმა გამოაბრძანეს ღვთისმშობლის კვართი, შემდეგ, რამდენიმე წუთით ის დაბრძანებულ იქნა ქალაქის ცენტრში აღმართულ ღვთისმშობლის მოზაიკურ ხატთან. შემდეგ კი, კვართი გადააბრძანეს ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში, სადაც სადღესასწაულო წირვის დამთავრების შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში, ადგილობრივ მრევლს და მომლოცველებს შესაძლებლობა ექნებათ ემთხვიონ ღვთისმშობლის კვართს.

დღეს, ზუგდიდში მოსალოცად იმყოფებიან მორწმუნეები მთელი საქართველოდან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.