ვინ იქნება ზუგდიდის საპატიო მოქალაქე?


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყევტილებით შემოღებულიქნა საპატიო ზუგდიდელის, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის და დამსახურებული მოღვაწის წოდება. თუ რა პრივილეგიებით ისარგებლებენ ეს ადამიანები, საუბრობს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარია:“-ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა. საპატიო ზუგდიდელის წოდება შეიძლება მიენიჭოს ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო, ან და სხვა საქმიანობით აქვს: ა). განსაკუთრებული დამსახურება ქალაქ ზუგდიდის, ან  საქართველოს წინაშე. ბ). მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქალაქ ზუგდიდის ან  საქართველოს განვითრების საქმეში. გ). მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქალაქ ზუგდიდთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში. ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ ცხოვრობს ქალაქ ზუგდიდში, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიოანლური, სამეცნიერო ან და სხვა საქმიანობით აქვს: ა). განსაკუთრებული დამსახურება ქალაქ ზუგდიდის ან და საქართველოს წინაშე. ბ).მნიშვნელოავანი წვლილი შეტანილი ქალაქ ზუგდიდის ან და საქართველოს განვითარების საქმეში. გ). მნიშვნელოანი წვლილი შეტანილი ქალაქ ზუგდითან მეგობრული კავშირების განმტკიცებში.

უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება “საკანომდებლო მაცნეში” საკრებულოს ეს გადაწყვეტილება და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევა. დადგენილების საფუძველზე, მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნება. კომისიის წევრები იქნებიან მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გვინდა, ამ პროცესში მაქსიმალურად მეტი ადამიანი იყოს ჩართული. კომისია შემდეგ იმსჯელებს მასალებზე კონკრეტულ პიროვნებებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მიღებისას, დაწესდება სპეციალური სიგელი და სამკერდე ნიშანი. წინასწარ არ გვინდა ამაზე საუბარი, მაგრამ შემოდგომაზე ვაპირებთ “ზუგდიდქალაქობის” გამართვას და ჩვენი მიზანია სწორედ ამ დღეს მოხდეს ამ საპატიო ადამიანების დასახელება. დადგენილებაში საუბარია ფასიან საჩუქრებზე, ფულად ჯილდოებზე. თუ რა პრივილეგიებით ისარგებლებენ ეს ადამიანები, ეს მეორე ეტაპს მოიცავს. მთავაირია, დავიწყოთ ეს ყველაფერი და ბიუჯეტი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო რეალურად გავთვალოთ თანხები.
თუ ზუგდიდშია პიროვნება რეგისტრირებული, მას მიენიჭება “საპატიო ზუგდიდელის” წოდება, თუ აქაური არ არის, თბილისელია, ან უცხოელია, იმ შემთხვევში, ვანიჭებთ მას “ზუგდიდის საპატიო მოქალაქის” წოდებას, “დამსახურებული მოღვაწის წოდება” მიენიჭება იმ პიროვნებას, რომელიც დამსახურებული ექიმია, მასწავლებელია, ზოგადად, თავისი საქმის პროფესიონალია და საზოგადოების მხრიდან ითვალისწინებს აღიარებას, მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში თავისი ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობისათვის. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ და გამოვაჩინოთ ის პიროვნებები, რომლებიც იმსახურებენ წახალისებას, მოფერებას. ჩვენთან არიან ასეთი ადამიანები, რომლებმაც წარმატებებს მიაღწიეს, ბევრი რამ გააკეთეს ქალაქისათვის და ქვეყნისათვის. სწორედ ამიტომ არის საჭირო რომ წოდებების მინიჭების საქმეში ჩავრთოთ მთელი საზოგადოება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი და გავითვალისწინოთ მათი აზრი.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!