ვინც პირბადეს არ გაიკეთებს, COVID-19-ით გარდაცვლილებისთვის საფლავს გაათხრევინებენ


  • კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად პირ­ბა­დის ტა­რე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა, თუმ­ცა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში არი­ან ისე­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­ბა­დის გა­კე­თე­ბა­ზე უარს ამ­ბო­ბენ.

ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ინ­დო­ნე­ზი­ა­ში უჩ­ვე­უ­ლო სას­ჯე­ლი მო­ი­ფიქ­რეს – მას, ვი­საც პირ­ბა­დის გა­რე­შე გა­მო­ი­ჭე­რენ, კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თათ­ვის საფ­ლავს გა­ა­თხრე­ვი­ნე­ბენ. ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა The Jakarta Post წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იავას რე­გი­ო­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო და მათ უკვე ერთ-ერთი სოფ­ლის რვა მო­ქა­ლა­ქეს გა­ა­თხრე­ვი­ნეს საფ­ლა­ვე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ დრო­ის­თვის მე­საფ­ლა­ვე­ე­ბის დე­ფი­ცი­ტი აქვთ და ის ვინც, პირ­ბა­დეს არ გა­ი­კე­თებს, მე­საფ­ლა­ვე­ებს დაეხმარება.  გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი და მსგავ­სი მიდ­გო­მა ადა­მი­ა­ნი უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვად და უხეშ დარ­ღვე­ვად მი­იჩ­ნი­ეს.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით ინ­დო­ნე­ზი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 229 000 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლი 9 100 ადა­მი­ა­ნი, ხოლო 164 101 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.