17 ივნისს, პირველი ბეჭვდითი გამოცემის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და ცენტრალური ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, ზუგდიდის არტგალერეაში გაიმართა „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა. ღონისძიება გახსნა მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის ფოლკლორულმა ანსამბლმა. შეხვედრის მონაწილეებმა წაიკითხეს „ვეფხისტყაოსნიდან“ ეპიზოდები. მოწვეულ სტუმრებს შეეძლოთ, პოემის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული პერსონაჟების ილუსტრაციებისს დათვალიერება. შეხვედრაზე გამოფენილი იყო ზუგდიდს მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის პროექტის „ქართული კალიგრაფია-2016″-ის მონაწილეთა ნამუშევრები.
ხათუნა დარასელია, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი: “-წელს მწერლის და პოემის საიუბილეო წელია.“ვეფხისტყაოსნის“ პირველი ხელნაწერი სამეგრელოს მთავრის ლევან მეორე დადიანის დაკვეთით იქნა შესრულებული და მისი ავტორი გახლავთ მამუკა თავაქარაშვილი, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყო ფაქტია”.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის უფროსი მანანა გვარამია ამბობს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა ტრადიციად იქცა და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.