ვეფხისტყაოსნის აფხაზურენოვანი გამოცემის წარდგენა შედგა


  • 1941 წელს აფხაზურ ენაზე დაბეჭდილი ,,ვეფხისტყაოსნის’’ ფოტოტიპური ვერსია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე გამოსცა.

აღნიშნული გამოცემის ორიგინალი კი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იშვიათი ბეჭდური გამოცემების ფონდში ინახება.

საღამოს, რომელიც საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე უძღვებოდა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მიმართა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.