ვერა (ლალი) ანთია გაათავისუფლეს


არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ თავმჯდომარე ვერა (ლალი) ანთია რუსთავის ქალთა კოლონიიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ  საინფორმაციო საშუალებებს ანთიას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განუცხადა. ვერა (ლალი) ანთიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებითაა აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს. 177-ე მუხლის მესამე ნაწილი 4-დან 7 წლამდე, მეოთხე ნაწილი კი 6-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ანთიას საგამოძიებო უწყება წყლის მილების ამოღებას და მითვისებას ედავება. რაზეც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვები მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა ლალი ანთია მიმდინარე წლის მარტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაშინ ანთიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ლალი ანთია თაღლითობის ბრალდებით იყო დაკავებული და მას გარკვეული პერიოდი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული ჰქონდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასჯელი გადაუვადდა. შსს-ვე ინფორმაციით, ანთიას სასჯელაღსრულების სისტემაში კვლავ შებრუნების შესახებ სამართალდამცველებს სასამართლომ მიმართა.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!