ვახტანგ ცხადაია “საქართველოს განვითარების ფონდის” რეგიონალურ ორგანიზაციას უხელმძღვანელებს


ზუგდიდს დღეს პაატა ბურჭულაძე სტუმრობდა. ყოფილი იქკ-ს კულტურის სახლში ის შეხვდა თანამოაზრეებს. იქვე გადაწყდა, რომ სამეგრელოს გუბერნატორის ყოფილი მოადგილე ვახტანგ ცხადაია  უხელმძღვანელებს პაატა ბურჭულაძის “საქართველოს განვითარების ფონდის” სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რეგიონალურ ორგანიზაციას .