ვაჟა ფიფია კვართზე და ზუგდიდობაზე


“ზუგდიდელებთან” საუბრობს საზოგადოება ზუგდიდელის წევრი ვაჟა ფიფია, რომელიც ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდში დატოვებასთან დაკავშირებით ხელმოწერების ერთ-ერთი ინიციატორია. ვაჟა ფიფია, ასევე, საუბრობს “ზუგდიდობის” დღესასწაულის ჩატარების აუცილებლობაზე. “არაერთხელ ერის სულიერმა მამამ ბრძანა, რომ კვართის ადგილი ზუგდიდშია, მაგრამ 2007 წელს, როდესაც იგი სტუმრობდა ზუგდიდს, განაცხადა, რომ სიწმინდეები თავად ირჩევენ სავანე ადგილს. დედაღვთისმშობელმა თავის ადგილად ზუგდიდი ამოირჩია ამიტომ ის აქ იყო და აქ დარჩება. მიუხედავად ამისა, ვის აქვს უფლება, რომ ერის სულიერი მამის საწინააღმდეგო აზრები გამოთქვას  და მოითხოვოს. არცერთ ზუგდიდელს არ უთქვია, არ დაუწერია, რომ  მარიამ ღვთისმშობლის წმინდა სამოსელი არის ზუგდიდის საკუთრება მიუხედავად ამისა, ფოთისა და ხობის ეპარქია აცხადებს, თავის გამოცემულ ბროშურებში, წიგნებში, ლოცვებში და ბანერებში, რომ ეს არის ხობის საკუთრება. ზუგდიდში ჩამოვიდა მეუფე ვახტანგი, რომელიც გახლავთ საპატრიარქოს სიწმინდეთა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ჩვენ მას გავუგზავნეთ მომართვა საზოგადოების ხელმოწერით. ხელმოწერების პირველი ეტაპი გაიგზავნა, რომელმაც შეადგინა 9533. ამ ეტპზე, გვაქვს საზოგადოების 5700-მდე ხელმოწერა. ხელმოწერები გრძელდება და იგი არანაკლებ ოცდახუთი, ოცდაათიათასი იქნება. ეს არის ზუგდიდელების სამართლიანი მოთხოვნა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს, რომ კვართი დარჩება ზუგდიდში. ვლაქერნობაზე, 15 ივლისს, ყველას შეუძლია ემთხვიოს კვართს  და დიდი მადლი მიიღოს, მათ შორის ხობელებს. თუ კი შეუძლიათ უცხოეთიდან მოვიდნენ კვართის მოსალოცად, რატომ  არ შეუძლიათ ხობელებს, ფოთელებს  მოსვლა და ამ დიდი მადლის მიღება. ხელმოწერების შეგროვება გაგრძელდება ერთი კვირა. ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე მუნიციპალიტეტში. ჩვენ მხარს გვიჭერს წალენჯიხა და ჩხოროწყუ და ისინიც აგროვებენ ხელმოწერებს”.  კითხვაზე, მიმდინარე პროცესი ტარდება თუ არა მეუფის ლოცვა კურთხევით, ვაჟა ფიფიამ განაცხდა, არა ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, არცერთი სასულიერო პირი მას ხელს არ აწერს, მეუფე ინფორმირებულია და მხარს გვიჭერს. ის ზუგდიდის საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე, ღრმად ვარ დარწმუნებული, არ გადადგამს უხერხულ ნაბიჯს. რაც შეეხება,  “ზუგდიდობის” დღესასწაულს, რატომ არ უნდა ჩატარდეს?  საიდან გაჩნდა ასეთი აზრი, ძალიან მიკვირს. შემოდგომაზე, შარშან, ჩატარდა  ძალიან კარგი ღონისძიება და ყველა კმაყოფილი დარჩა. წელსაც უნდა ჩატარდეს. თუ ფინანსები არ გვიწყობს ხელს, მცირე მასშტაბით ჩატარდეს, ოღონდ აღინიშნოს. ეს ტრადიცია არ უნდა დაირღვეს, რადგან დავიწყეთ, “ზუგდიდელობის” აღნიშვნა, ყოველი წლის შემოდგომაზე უნდა აღინიშნოს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!