„ეს შენ გეხება“, ზუგდიდი, ცენტრალური ბულვარი, 19 მარტი, 13:00 საათი


მოძრაობამ „ეს შენ გეხება“კამპანია განაახლა ფარული თვალთვალის წინააღმდეგ. მასში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები 19 მარტს 13:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით მშვიდობიან აქციებს „ეს შენ გეხება – ისევ გვითვალთვალებენ, ისევ ავრცელებენ“ გეგმავენ. ზუგდიდში აქცია ცენტრალურ ბულვარში გაიმართება. კამპანიაში ჩართული იქნება თბილისი, გორი, ქუთაისი და ბათუმი. „დღეს, ჩვენ ისევ უნდა გავერთიანდეთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და პიროვნული თავისუფლების დასაცავად. გელით შაბათს. მიზანს მხოლოდ ჩვენი ერთიანობით მივაღწევთ!“, – ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“მოძრაობა “ეს შენ გეხებას” წყალობით 2012 წელს შეიქმნა გარემო, რომელმაც საზოგადოებას თავისუფალი და ობიექტური არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა.  2014 წელს კამპანია ისევ განახლდა და მისი წევრები ამტკიცებდნენ, რომ გრძელდებოდა უკანონო თვალთვალი, ისევ გვისმენდნენ, ისევ ავრცელებდნენ ძველ თუ ახალ კადრებს, არ გვიტოვებდნენ პირად სივრცეს… კამპანიამ მიაღწია ცვლილებას კანონმდებლობაში, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა! დღეს, ჩვენ ისევ უნდა გავერთიანდეთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და პიროვნული თავისუფლების დასაცავად.”-ნათქვამია განცხადებაში

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!