ერთობას დიდი ძალა აქვს

  • დიახ, ერთობას დიდი ძალა აქვს: ძალიან მალე რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრის “თანაზიარის” ბენეფიციარებს ექნებათ მათი უსაფრთხოებისათვის საჭირო ნივთები, რომლის შეძენაში მათ დაეხმარა სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე მოქალქეებისგან ნებაყოფლობით შემოწირული თანხები.

რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ “თანაზიარის” ხელმძღვანელი ხათუნა ბეჭვაია ფეისბუქგვერდზე მადლობას უხდის, ყველა იმ ადამიანს, ვინც ანგარიშზე თანხა ჩარიცხა და წერს:

“მეგობრებო, მოგესალმებით! მინდა თითოეულ შემომწირველს მადლობა გადაგიხადოთ გულისხმიერებისთვის, ვინაიდან თქვენ მიერ გაღებული თუნდაც ერთი ლარი მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რეაბილიტაციის ცენტრისთვის. თქვენი დახმარებით დღეისთვის შეგროვდა 843 ლარი. ძალიან მალე შევიძენთ რბილ იატაკს და ბენეფიციარები უსაფრთხო გარემოში ივარჯიშებენ. მათ კი აუცილებლად ექნებათ ინფორმაცია იმ კეთილ ადამიანებზე, რომელთა დახმარებითაც მათთვის შეიქმნა ეს კომფორტული სივრცე.
სიკეთე გადამდებია…”

ცენტრის ანგარიშია GE41BG0000000123939300

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.