- ამ ფოტოზე გასული საუკუნის 70-იანი წლების გაზეთ ”მებრძოლის” კოლექტივია აღბეჭდილი. მარცხნიდან: კორექტორი ნელი ზარანდია, წერილების განყოფილების გამგე ლალა ნარმანია, რედაქტორის მოადგილე ზურაბ ცხონდია, რედაქტორი აკაკი ჭანტურია, პასუხისმგებელი მდივანი არნოლდ თირქია, კორექტორი ნელი ბოჭორიშვილი, კორესპონდენტი ჯამბულ არქანია, რადიორედაქტორი პალიკო აბსანძე. ფოტო – აკაკი ყუფუნიასი.
ფოტოზე არ არის ბაბო აბულაძე, სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგე, პირველი ქართული რადიოს ერთ-ერთი პირველი დიქტორი, ზუგდიდის კინოთეატრის „საქართველო“ ერთ-ერთი პირველი და ერთადერთი ქალი დირექტორი. ფოტოზე, ერთადერთი ადამიანის, ჯამბულ არქანიას გარდა ყველა გარდაცვლილია. (დღეგრძელობა ჯამბულს.)
პირველი, ახალგაზრდა ასაკში, არნოლდ თირქია წავიდა სამარადისო სასუფეველში. მის შემდეგ, გაზეთის პასუხისმგებელი მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა ლალა ნარმანია, რომელიც წერილების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ლალაც ადრე წავიდა ამ ცხოვრებიდან. ეს ფოტო ზუგდიდის ისტორიის ნაწილია, და ადამიანები, რომლებიც მასზე არიან გამოსახული, ქართული მედიის, კონკრეტულად კი, ბეჭდვითი მედიის კორიფეები არიან. მათზე თაობებმა უნდა იცოდნენ.