”ენმ” ფეხბურთის გუნდთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვს


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ  საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 51 პროცენტის ყიდვას აპირებს ყოფილი ფეხბურთელი ზაზა ჯანაშია. დეპუტატი ითხოვს საკრებულოს მომავალ სხდომაზე მოვიდეს ქალაქის მერი და გუნდის ადმინისტრაცია.

მისი თქმით, გუნდი ადმინისტრაციულ ბალანსზეა  და ყოველწლიურად მას უხდიან მილიონ ლარამდე.  „შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რაში იხარჯება ეს თანხა და უნდა ვიცოდეთ რა გეგმები აქვს კერძო ინვესტორს, რომელიც  აპირებს , რომ თანხები ჩადოს  გუნდში, მითუმეტეს როდესაც ჩვენ  ვიცით, რომ გოგოხიას წყალობით გუნდი უმაღლესი ლიგიდან  გავარდა. შესაბამისად,  სანამ დაუჭერს მხარს  საკრებულო ამ საკითხს, მანამდე ვალდებული არიან  პასუხიმგებელი პირები მობრძანდნენ  და გაგვაცნონ  თავიანთი გეგმა“- უთხრა ჟურნალისტებს წითლიძემ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Y44GviQ8T_A[/embedyt]

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ზუგდიდელები“ დაუკავშირდა ფეხბურთელ ზაზა ჯანაშიას, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. ” რაც უფრო მალე იქნება მით უფრო უკეთესი იქნება გუნდისთვის, ჩვენთვის და ყველასთვის”- გვითხრა ჯანაშიამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!