„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე ლევან კონჯარია იქნება. ის პარტიის ლიდერებმა, ზაალ უდუმაშვილმა, ნიკა მელიამ და გრიგოლ ვაშაძემ ანაკლიაში წარადგინეს კანდიდატად.
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ha1He_6YfJk[/embedyt] აქვე მოხდა ქალაქ ზუგდიდში ენმ-ის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატდ საკრებულოს მოქმედი წევრის და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ანა წითლიძის წარდგენა. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=YzVJpaZ42PA[/embedyt]
ენმ-მ ანაკლიაში შეხვედრაზე ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დაასახელა. პარტიის ფაიფური-საჯვაროს უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თენგიზ გაბედავაა, რომელიც პირველი მოწვევის საკრებულოს წევრია ეროვნული მოძრაობიდან. კომბინატში – თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომელი გიორგი ქობალია. ე.წ. პრესოვკა-მახარაძის უბანში – სკოლამდელი დაწესებულებების ყოფილი თანამშრომელი ნინო ფიფია. რკინიგზის სადგურში -კალათბურთის გუნდის მთავარი მწვრთნელი ვახტანგ ეზუგბაია. ცენტრალურ ოლქში ქირურგი პაატა ადამია წარადგინეს.დასახელდა აგრეთვე საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდაეტები სოფლებიდან.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი პრეზიდენტმა 21 ოქტომბერს დანიშნა.