დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან სტარტი აიღო ველოაქციამ, რომელიც ენერგოეფექტურობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. საჯარო მოხელეები სამსახურში ველოსიპეტით მივიდნენ და ქალაქის ბულვარში სიმბოლური წრე დაარტყეს. შეხვედრის ორგანიზატორმა გიორგი გასაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ყოველწლიურად ენერგოეფექტურობის დღეების ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ტარდება ეს აქცია. პროექტის ფარგლებში, ქალაქში გაკეთდა თანამედროვე ვებ სანათების განათება აღმაშენებლის ქუჩაზე და ერთ- ერთ საბავშო ბაღს გაუკეთდა ცენტრალური გათბობის სისტემა. აქცია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით და ორგანიზებით ჩატარდა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=1Z6n5vQHt84[/embedyt]