- დადიანების სასახლეებს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ქალბატონი ელისო ასანიძე, ჯგუფთან ერთად ესტუმრა.
ექსპოზიციის დათვალიერებისა და შთაბეჭდილებების გაზიარების შემდეგ, ქალბატონმა ელისომ მუზეუმის ბიბლიოთეკას საჩუქრად, სამეცნიერო ლიტერატურა გადასცა, საქართველოს ძირძველი კუთხის, აჭარის წარსულისა და თანამედროვეობის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.