ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები კოვიდსერტიფიკატით დღეიდან ისარგებლებენ

  • ევროკავშირის ქვეყნებში დღეიდან ციფრული კოვიდსერტიფიკატების სისტემა ამოქმედდა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ბლოკის ტერიტორიაზე მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილებას.

დოკუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ციფრული, ისე ბეჭდური სახით, მოიცავს ინფორმაციას ვაქცინაციის, ტესტებისა და დაავადებისგან გამოჯანმრთელების შესახებ. მის მიღებას ევროკავშირის ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ამ სამი ელემენტიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებენ. დაიშვება როგორც პისიარ, ასევე ანტიგენ ტესტები.

სერთიფიკატი უფასოა და მისი აღიარება უნდა მოხდეს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის, აგრეთვე შვეიცარიის, ლიხტენშტეინის, ისლანდიის და ნორვეგიის მიერ.

წყარო

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.