- დღეს, 11 მაისს, სინოდის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე კათალიკოს-პატრიარქს აირჩევენ.
28 აპრილის სინოდმა საპატრიარქო კანდიდატებად აირჩიეს: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი და მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი.
დღევანდელი სინოდის გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში 13:00 საათზე დაიწყება და მას მთელი საქართველოს 1200-მდე დელეგატი დაესწრება.




