- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს.
„27 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის უზენაესი კანონი – საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.
საქართველოს კონსტიტუცია და მასში ასახული ფასეულობები არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გარანტი.
ყველას გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.