დღეს, საკრებულოში ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის თემაზე იმსჯელეს


  • საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საკრებულოში რეგისტრირებული პეტიცია, რომელიც შეეხებოდა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლას, დათვალიერებას და მისით სარგებლობას.

ზუგდიდის მუიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, პეტიცია ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრს“ მიეცა რეკომენდაცია, განიხილოს საკითხი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა და დათვალიერება საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს უფასო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.