დღეს ვლაქერნობაა

  • 15 ივლისი, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, სალიტანიო მსვლელობით, ხდება დადიანების მუზეუმის საცავიდან,  ქალაქის მშენებარე, ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში, ზუგდიდის ცენტრალური ბულვარისა და თავისუფლების მოედნის გავლით, ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანება.

ვლაქერნობასთან და ღვთისმშობლის კვართის გადმობრძანებასთან დაკავშირებული სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიას აღავლენს მიტროპოლიტი გერასიმე. მან მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.

სადღესასწაულო მსვლელობაში სასულიერო პირებთან და მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს.

ვლაქერნობის დღესასწაულზე, ზუგდიდს უამრავი სტუმარი ჰყავს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშნვა ზუგდიდში 1990 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით აღდგა და ყოველი წლის 15 ივლისს ტარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.